საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს, BARTA 2021 წლის გამარჯვებული კომპანიები უკვე ცნობილია. პროექტი ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის მიერ, საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან პარტნიორობით 2019 წელს დაარსდა. კონკურსის მიზანია საფინანსო სექტორში ანგარიშგების წესებთან შესაბამისობის, ჯანსაღი კონკურენციის და გამჭვირვალობის წახალისება, რაც დადებითად აისახება კომპანიის მხრიდან ინვესტორთა მოზიდვის პროცესზე, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
დაჯილდოების წლევანდელ ცერემონიაზე 18 ნომინანტი კომპანია იყო წარმოდგენილი. გამარჯვებულები კომპეტენტურმა საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა. შერჩევის პროცესი მტკიცე მეთოდოლოგიის გამოყენებით ჩატარდა.
ნომინაციაში: საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის „მცირე და საშუალო კომპანიები (სდპ 500-ზე ნაკლები დასაქმებულით)“ „სს „თიბისი ლიზინგი“ გამარჯვებულად დასახელდა.
აღნიშნული ჯილდო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თიბისი ლიზინგის კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტთან შესაბამისობის მაღალ ხარისხს, რაც დადებითად აისახება კომპანიის რეპუტაციაზე და სამომავლოდ საშუალებას აძლევს მას დამატებით ახალი ფინანსური სახსრები მოიზიდოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან.
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე – https://barta.ge/.