გაინტერესებს მეცნიერება და ინოვაციური ტექნოლოგიები? გსურს, შეიძინო ახალი ცოდნა, განივითარო ახალი უნარები და მონაწილეობა მიიღოთ უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში? – მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა.
„ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ ახალგაზრდებისთვის ინოვაციურ საერთაშორისო პროექტს “Disrupt Camp” იწყებს!
პროექტი მიზნად ისახავს, ინოვატორი და მოტივირებული ახალგაზრდებისთვის შექმნას ინკლუზიური გარემო, რომელშიც თითოეულ ინდივიდს ექნება შესაძლებლობა, გამოიყენოს საკუთარი ცოდნა, განახორციელოს საკუთარი იდეები და შექმნას გამოწვევებთან გამკლავებისათვის საჭირო ინოვაციური გადაწყვეტები.
“Disrupt Camp”-ი სამ ქვეყანაში გაიმართება და მასში მონაწილეობას 20 გუნდი მიიღებს. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები იმუშავებენ ტექნოლოგიებისა და მეცნიერების, მდგრადი განვითარების, ადამიანური რესურსებისა და ბიზნეს მიმართულებით.
“Disrupt Camp”-ის პროექტების ოთხი ძირითადი მიმართულებაა:
- “მეცნიერება ყველასთვის” – მეცნიერება ცვლის მომავალს. “ფილიპ მორისის” ინიციატივის მიზანია, ახალგაზრდებმა შექმნან პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს მეცნიერულ მტკიცებულებებსა და კვლევებზე დაფუძნებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზრდას, რაც საზოგადოებას ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.
- “მომხმარებელი, როგორც გადაწყვეტილების ცენტრი” – “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” ყოველი გადაწყვეტილების საფუძველს მომხმარებელი წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, პროექტის მიზანია, ახალგაზრდებმა შეიმუშაონ ისეთი ინოვაციური და ეფექტური კომუნიკაციის გზები, რომელიც ხელს შეუწყობს მომხმარებლისთვის სანდო ინფორმაციისა მიწოდებას და მათთვის კომპანიის ღირებულებების გაზიარებას.
- “მწვანე მომავალი” – “ფილიპ მორისის” მდგრადი განვითარების ინიციატივის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, იმუშაონ პროექტებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც საზოგადოების კეთილდღეობის მიღწევას, ასევე, “ფილიპ მორისის” პროდუქტების მოხმარების შედეგად გარემოსთვის მიყენებული უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას.
- “Mind Hunter” – ინოვაციური კომპანიები არა მხოლოდ ცდილობენ, მიიზიდონ პროფესიონალები, არამედ მიზნად ისახავენ, უზრუნველყონ გუნდის წევრები ყველა იმ ინსტრუმენტითა და შესაძლებლობით, რომელიც მათ პროფესიულ ზრდაში დაეხმარება. “ფილიპ მორისის” მთავარ ღირებულებას ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნა წარმოადგენს, რომელშიც თითოეული თანამშრომელი და იდეა დაფასებულია. “Disrupt Camp”-ის განმავლობაში ახალგაზრდები იმუშავებენ პროექტზე, რომლის მთავარი მიზანი პროფესიონალების, ნიჭიერი ახალგაზრდების მოზიდვა და მათთვის საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილების მიღების შესაძლებლობის გაზიარება იქნება.
“Disrupt Camp”-ში მონაწილეობის შედეგად ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, გახდნენ “ფილიპ მორისის” გლობალური ქსელის წევრები და მიიღონ საერთაშორისო დონის პროფესიონალებთან ერთად მუშაობის გამოცდილება.
პირველი ადგილის მფლობელი გუნდი მიიღებს შესაძლებლობას, გაიაროს კურსი მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტში, მეორე ადგილის მფლობელი გუნდის წევრები დასაჩუქრდებიან MacBook-ით, მესამე ადგილის მფლობელები კი მიიღებენ Apple Watch-ს.
თუ გსურთ, გახდეთ ახალგაზრდული საერთაშორისო ქსელის წევრი, იმუშაოთ ინოვაციური პროექტების შექმნაზე და წვლილი შეიტანოთ უკეთესი მომავლის განხორციელების პროცესში, მაშინ ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა!
მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში, შექმენით პროექტი და გახდით“Disrupt Camp”-ის გამარჯვებული!