საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით აგვისტოში სავალუტო ბაზარზე კომერციულმა ბანკებმა 1.34 მილიარდი დოლარი გაყიდეს, ხოლო 1.16 მილიარდი დოლარი შეისყიდეს. ჯამში, 178 მილიონი დოლარით მეტი გაყიდეს, ვიდრე შეისყიდეს.
იანვარ-აგვისტოში ბანკებმა 9.6 მილიარდი დოლარი გაყიდეს და 9 მილიარდი შეისყიდეს (აქედან 200 მილიონი დოლარი ეროვნული ბანკისგან იყიდეს). სხვაობამ 552 მილიონი დოლარი შეადგინა.
სავალუტო ბაზარზე კომერციული ბანკების მიერ აშშ დოლარით განხორციელებული ვაჭრობის შედეგები, მლნ აშშ დოლარი: