აგვისტოში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 15 პროცენტით გაიზარდა

აგვისტოში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 15 პროცენტით გაიზარდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2017 აგვისტოში, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, 15%-ით (16 მლნ დოლარით) გაიზარდა. აგვისტოში სულ 122 მლნ დოლარი გადმოირიცხა.

იანვარ-აგვისტოში ფულადი გზავნილები 140 მლნ დოლარით (19%-ით) გაიზარდა და ჯამში 872 მლნ დოლარი შეადგინა.

საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად ისრაელიდან, რუსეთიდან, აშშ-დან, თურქეთიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა. მიმდინარე წლის აგვისტოში, 2016 წლის აგვისტოსთან შედარებით, ისრაელიდან ჩამორიცხვები 5.3 მლნ დოლარით გაიზარდა,  რუსეთიდან 3.4 მლნ დოლარით, იტალიიდან და თურქეთიდან შესაბამისად 2.1 და 1.7 მლნ დოლარით გაიზარდა.

ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი

ქვეყანა

აგვისტო, 2016

აგვისტო, 2017

ზრდა

ისრაელი

5.5

10.8

5.3

რუსეთის ფედერაცია

37.0

40.3

3.4

იტალია

10.5

12.7

2.1

თურქეთი

8.0

9.8

1.7

საბერძნეთი

10.4

11.5

1.1

აშშ

11.7

12.8

1.1

წყარო: ეროვნული ბანკი