საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხა 2022 წლის აგვისტოში 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით 129 მლნ დოლარით, 63%-ით გაიზარდა. აგვისტოში სულ 334 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც აგვისტოს თვის რეკორდული მაჩვენებელია.
8 თვის ჯამში, იანვარ-აგვისტოში, 2.4 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, რაც 2021 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელზე 931 მლნ დოლარით (62%-ით) მეტია.
აგვისტოში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა ყველაზე მეტად რუსეთიდან ჩამორიცხვებმა განაპირობა, საიდანაც 111 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც 2021 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე 3-ჯერ მეტია. ასევე, ფულადი გზავნილები სომხეთიდან გაიზარდა 15.8 მლნ დოლარით, ყირგიზეთიდან – 12 მლნ დოლარით, ბელარუსიდან – 8 მლნ დოლარით.
მნიშვნელოვნად შემცირდა გზავნილები უკრაინიდან, 2022 წლის აგვისტოში 7.6 მლნ დოლარი გადმოირიცხა, მიმდინარე წლის აგვისტოში კი მხოლოდ 31 ათასი დოლარი.
საქართველოდან საზღვარგარეთ 30 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 2 მლნ დოლარით მეტია 2021 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე.
ქვეყნები, საიდანაც აგვისტოში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი