გეიმერები Pokemon Go-ს კონკურენტი თამაშის შექმნას უახლოეს მომავალში არ უნდა ელოდონ. Sony-ს ტოპ-მენეჯერები და Angry Birds Rovio-ს შემქმნელები თვლიან, რომ Pokemon Go-სთან კონკურენცია ამ ეტაპზე ძალიან რთული ამოცანაა და არ ღირს.
ტარდება კვლევები იმის დასადგენად, თუ რა გახდა Pokemon Go-ს ასეთი წარმატების მიზეზი. “ახლა არ არის შესაფერისი მომენტი ახალი თამაშის გამოშვებისთვის, რომელსაც რეალობის ელემენტებს შეიცავს“, – განაცხადა N3twork-ის ხელმძღვანელმა და Electronic Arts-ის ყოფილმა მმართველმა ნილ იანგმა. „ეს ნიშა უკვე დაკავებული აქვს Pokemon Go_ს”.