2016 წლის აპრილში, წინა თვესთან (მარტთან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) ლარში გაცემული სესხების მოცულობა 2 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 40 მილიონი დოლარით შემცირდა. ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 345 მილიონი-ით, უცხოურ ვალუტაში გაცემული კი 321 მილიონი დოლარით გაიზარდა. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 63.9%-ზე დაფიქსირდა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 64.6% იყო.
აპრილში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 30.5 მილიონი ლარით გაიზარდა და 355 მილიონი ლარი შეადგინა. მთლიანი საკრედიტო პორტფელის მიმართ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 2.27%-ია, რაც საგანგაშო მაჩვენებელი არ არის. აღნიშნული მაჩვენებელი 2015 წლის პირველ მაისს 2.32% იყო.
2016 წლის აპრილში ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.3% პუნქტით გაიზარდა და 21.2% შეადგინა. დოლარში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 0.3% პუნქტით შემცირდა და 9.7%-ს გაუტოლდა.