საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2017 აპრილში წინა წლის აპრილთან შედარებით 11.6%-ით (11 მლნ დოლარით) გაიზარდა. აპრილში სულ 106 მლნ დოლარი გადმოირიცხა.
იანვარ-აპრილში ფულადი გზავნილები 64 მლნ დოლარით (19%-ით) გაიზარდა და ჯამში 396 მლნ დოლარი შეადგინა.
საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად ისრაელიდან, რუსეთიდან, აშშ-დან, თურქეთიდან და იტალიიდან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა. მიმდინარე წლის აპრილში 2016 წლის აპრილთან შედარებით, ისრაელიდან ჩამორიცხვები 4.3 მლნ დოლარით გაიზარდა, რუსეთიდან 3.8 მლნ დოლარით, თურქეთიდან და აშშ-დან შესაბამისად 1.4 და 1.3 მლნ დოლარით გაიზარდა.
ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც ფულადი გზავნილების ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, მლნ დოლარი
ქვეყანა | აპრილი, 2016 | აპრილი, 2017 | ზრდა |
ისრაელი | 4.7 | 9.0 | 4.3 |
რუსეთის ფედერაცია | 31.6 | 35.4 | 3.8 |
თურქეთი | 7.2 | 8.6 | 1.4 |
აშშ | 9.9 | 11.2 | 1.3 |
იტალია | 9.8 | 10.1 | 0.3 |
წყარო: ეროვნული ბანკი