საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიმდინარე წლის პირველი ნახევრის (პირველი 2 კვარტლის) ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ბანკების მოგება-ზარალის უწყისებიდან ირკვევა, რომ წლის პირველ ნახევარში ყველაზე დიდი წმინდა მოგება – 208.4 მლნ ლარი “საქართველოს ბანკს” ჰქონდა, რაც 84.3%-ით მეტია 2016 წლის პირველი ნახევრის მოგებაზე. მეორე ადგილზე “თიბისი ბანკია” 149.5 მლნ ლარით, რაც 61.8%-ით მეტია წინა წლის პირველი ნახევრის მოგებაზე. მესამეზე “ლიბერთი ბანკია” 20.2 მლნ ლარით.
წმინდა მოგების ზრდის ტემპით პირველ ადგილზეა “ხალიკ ბანკი“, რომლის მოგებაც 175.6%-ით გაიზარდა და 7.2 მლნ ლარი შეადგინა. შემდეგ მოდის „ტერაბანკი“, რომლის მოგება 155.7%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტად “იშ ბანკის” მოგება შემცირდა – 157%-ით. ის ერთადერთი ბანკია, რომელმაც წლის პირველი ნახევარი ზარალით დაასრულა.
წლის პირველ ნახევარში ყველა ბანკმა ერთად 448 მლნ ლარის (54%-ით მეტი) წმინდა მოგება ნახა, რომლის 80% ორ მსხვილ ბანკზე მოდის.

| 
 | ბანკის დასახელება | წმინდა მოგების ცვლილება 2016 წლის პირველ ნახევართან შედარებით | 
| 1 | ხალიკ ბანკი | 175.6% | 
| 2 | ტერაბანკი | 155.7% | 
| 3 | სილქ როუდ ბანკი | 117.0% | 
| 4 | საქართველოს ბანკი | 84.3% | 
| 5 | ვითიბი ბანკი ჯორჯია | 76.8% | 
| 6 | თიბისი ბანკი | 61.8% | 
| 7 | ლიბერთი ბანკი | 58.2% | 
| 8 | ბაზისბანკი | 11.6% | 
| 9 | ბანკი ქართუ | -37.0% | 
| 10 | პაშა ბანკი | -43.7% | 
| 11 | პროკრედიტ ბანკი | -48.0% | 
| 12 | ზირაათ ბანკი | -60.4% | 
| 13 | აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი | -72.0% | 
| 14 | ფინკა ბანკი | -75.0% | 
| 15 | იშ ბანკი | -157.0% | 
| 16 | კრედო ბანკი | *ბანკი არის 2017 წლიდან | 
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
 
								 
								














