საბანკო სექტორი ₾35.5 მლრდ-იანი აქტივებით და ₾5 მლრდ-ის კაპიტალით ყველაზე ძვირად დაქირავებული მენეჯერებს უყრის თავს. მმართველობითი რგოლის კვალიფიციური კადრებით დასაკომპლექტებლად დამფუძნებლებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოღვაწე წარმატებული ფინანსისტების მოწვევა ძვირი უჯდება.
მძაფრმა კონკურენციამ თამაშის წესები შეცვალა: დამფუძნებლები კარგ მენეჯერებს ერთმანეთს ხელიდან სტაცებენ და მათ გადაბირებასაც არ ერიდებიან. საქართველოს ბაზარი უჩვეულო “ტრანსფერებითაც” გამორჩეულია. სებ-ის TOP-ზედამხედველი (ოთარ ნადარაია) თიბისის მენეჯმენტშია, სებ-ის მთავარი რეგულატორი მურთაზ კიკორია კი საქართველოს ბანკის CEO იყო. 16 ბანკიდან აქციების მფლობელი მენეჯერები მხოლოდ 4 ბანკს ჰყავს.