ბიზნესებისთვის ონლაინგადახდების გასამარტივებლად

ბიზნესებისთვის ონლაინგადახდების გასამარტივებლად

ცოტა ხნის წინ ბაზარზე საერთაშორისო პლატფორმა Flitt-ი გამოჩნდა, რომელიც ბიზნესებს ონლაინგადახდების მარტივად მიღებისა და მართვის შესაძლებლობას აძლევს. თიბისი ჯგუფის წევრი კომპანიის მიზანი ბიზნესებისთვის სწრაფად განვითარებაში დახმარება, ასევე მათი მომხმარებლების რაოდენობისა და შემოსავლის გაზრდაა.

 

ფინტექი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა, რომელიც მუდმივად ცდილობს ბიზნესებისა და მომხმარებლებისთვის ინოვაციური გადაწყვეტების შეთავაზებას. ასეთ დროს კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ციფრული გადახდების მიმართულების დახვეწა. ინდუსტრიისთვის წაყენებული მთავარი მოთხოვნა შეუფერხებელ, უსაფრთხო და გამარტივებულ ფინანსურ სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფაა.

საქართველოში ელექტრონული კომერცია 2000-იანი წლებიდან გამოჩნდა, როდესაც მსოფლიოში ფინტექის ინდუსტრიის ზრდის ტემპი განსაკუთრებით აჩქარდა. თუმცა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ეს მიმართულება ჩვენთან ნელა განვითარდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ საქართველოში საზოგადოებას მსგავს მომსახურებას მხოლოდ რამდენიმე კომპანია სთავაზობდა, მომხმარებელთა უმეტესობა კი სერვისით სარგებლობისგან თავს გადახდის უსაფრთხოების, ციფრული ტექნოლოგიების არცოდნისა და შეზღუდული ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გამო იკავებდა.

ფინტექის ინდუსტრიაში, გლობალურად თუ ადგილობრივად, გამოწვევები ისევ არსებობს, ვინაიდან ის მუდმივად ვითარდება და ინოვაციების დანერგვას განაგრძობს. ამ გამოწვევებს შორის წამყვან ადგილს იკავებს რეგულაციებზე მორგება, რომლებიც რეგიონებსა და ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად განსხვავდება. ეს ფინტექ კომპანიებს გლობალური მასშტაბირებისთვის დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს.

რადგან ფინტექ კომპანიები სენსიტიურ პირად და ფინანსურ ინფორმაციას ამუშავებენ, ისინი კიბერშეტევების მთავარი სამიზნეები არიან. მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა კიდევ ერთი დიდი გამოწვევაა, ვინაიდან დარღვევებმა შეიძლება სერიოზულად დააზიანოს მომხმარებელთა ნდობა და მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი გამოიწვიოს.

გამოწვევებს შორისაა ტექნოლოგიების დახვეწა და ინტეგრირების გამარტივება. ამას ემატება მომხმარებელთა მოთხოვნები, რომლებიც ფინანსურ ტრანზაქციებში სიმარტივეს, სიჩქარესა და უსაფრთხოებას პრიორიტეტად მიიჩნევენ. ეს ფინტექ კომპანიებს აიძულებს, თავიანთი სერვისები მუდმივად გააუმჯობესონ და დახვეწონ.

როგორც Flitt-ში აცხადებენ, სწორედ ამ გამოწვევებისა და მოთხოვნების საპასუხოდ შეიქმნა მათი საერთაშორისო ონლაინგადახდების პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს ელექტრონული კომერციის კონკურენტულ გარემოში ლიდერი პოზიციების მარტივად დასაკავებლად ყველანაირ შესაძლებლობას სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ Flitt-ი ყველა ზომის ბიზნესს ემსახურება, დაწყებული სტარტაპებიდან – დამთავრებული მსხვილი კომპანიებით.

„მრავალფუნქციური სერვისითა და მოქნილი ტექნოლოგიური შესაძლებლობებით, Flitt-ის პლატფორმა ყველა ზომის ბიზნესს სთავაზობს გადახდების მიღებისა და მართვის კიდევ უფრო გამარტივებულ გამოცდილებას. ამით მათ აძლევს შესაძლებლობას სწრაფად განვითარდნენ და გაზარდონ შემოსავალი“, – აცხადებს Flitt-ის CEO, გიორგი ქუთათელაძე.

თიბისი ჯგუფს, რომელიც Flitt-ის მშობელი კომპანიაა, ონლაინგადახდების სერვისი აქამდეც ჰქონდა და ის დღემდე მნიშვნელოვან წილს ფლობს ბაზარზე, თუმცა მსოფლიოში ელექტრონული კომერციის ზრდის სწრაფი ტემპიდან გამომდინარე, მისი დამოუკიდებლად განვითარება გადაწყდა.

Flitt-ის გუნდიც თიბისიში ამ მიმართულებაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან შედგება, მათ შორისაა Flitt-ის CEO, გიორგი ქუთათელაძე. სწორედ ინდუსტრიაში მიღებულმა ამ გამოცდილებამ მიიყვანა თიბისის გუნდი დამოუკიდებლად განვითარების იდეამდე.

გარდა ამისა, Flitt-მა ინდუსტრიის ლიდერი საერთაშორისო ტექნიკური პერსონალი დაიმატა, რითაც უფრო მეტად გაძლიერდა. სწორედ ამ გუნდის შრომის შედეგად მოიპოვა კომპანიამ კონკურენტული უპირატესობაც.

„ინდუსტრიაში მიღებულ გამოცდილებით, ჩვენი გუნდის თითოეულმა წევრმა ზუსტად იცის, რა გამოწვევების წინაშე შეიძლება იდგეს ან მომავალში დადგეს მერჩანტი, შესაბამისად, ვთავაზობთ პლატფორმას, რომელიც მაქსიმალურად არის მორგებული მათი ბიზნესების საჭიროებებზე“, – აღნიშნავს გიორგი.

Flitt-ის უპირატესობებს შორის მისი გუნდი გადახდის მოქნილ, ყველასათვის მისაღებ მეთოდებს, გამარტივებულ ინტეგრაციასა და გადახდების მენეჯმენტს, უსაფრთხოების მაღალ სტანდარტსა და სტაბილურ სისტემას ასახელებს.

ის, რომ Flitt-ი საერთაშორისო პლატფორმაა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა. ეს ბიზნესებისთვის ახალი, სტრატეგიული ბაზრების ათვისების შესაძლებლობას ქმნის. Flitt-ის დახმარებით მათ, ერთი ინტეგრაციითა და პროვაიდერით, შეუძლიათ მიიღონ და მართონ გადახდები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ეს კომპანიების მომხმარებლების რაოდენობისა და შემოსავლის ზრდას განაპირობებს.

გარდა ამისა, ამან შეიძლება გაზარდოს ნდობა, განსაკუთრებით იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც პროდუქტსა თუ მომსახურებას საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობენ.

ამასთან, საერთაშორისო პლატფორმის სტატუსი ნიშნავს, რომ Flitt-ი აკმაყოფილებს სხვადასხვა რეგიონში არსებულ ფინანსურ რეგულაციებს, რაც ტრანზაქციების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ამჟამად, Flitt-ის მომსახურებებით საქართველოსა და რამდენიმე სხვა ქვეყნის ბაზარზე რეგისტრირებული ბიზნესები სარგებლობენ. მოგვიანებით არეალის კიდევ უფრო გაფართოება იგეგმება.

S