ჩრდილოკორეული სადაზვერვო სატელიტის გაშვება წარუმატებლად დასრულდა

ჩრდილოკორეული სადაზვერვო სატელიტის გაშვება წარუმატებლად დასრულდა

ჩრდილოეთ კორეაში ორბიტაზე პირველი სადაზვერვო სატელიტის გაშვების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მორიგმა მცდელობამ, აშშ-სთან და სამხრეთ კორეასთან დაპირისპირების ფონზე გაეზარდა საკუთარი ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობები, კიდევ ერთი მარცხი განიცადა.

საინტერესოა, რომ ქვეყნის ლიდერმა სატელიტის წარუმატებელი გაშვება მაშინვე აღიარა და განაცხადა, რომ მეორე მცდელობა მალევე დაიგეგმება, რადგან შეცდომები უკვე იდენტიფიცირებულია.

სატელიტის გაშვების პარალელურად სამხრეთ კორეისა და იაპონიის მთავრობებმა საკუთარ მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისაკენ მოუწოდეს.

ჩრდილოკორეული სატელიტის ნამსხვრევები სამხრეთ კორეის თავდაცვის ძალებმა საკუთარ წყლებში აღმოაჩინა. ცნობისათვის, ჩრდილოეთ კორეის მიერ ორბიტაზე სადაზვერვო სატელიტის გაშვება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევაა. რეზოლუციები ქვეყნებს ბალისტიკური ტექნოლოგიების გამოყენებით სატელიტების ორბიტაზე გაშვებას უკრძალავს.

ჩრდილოეთ კორეის ახალი ამბების ცენტრალური სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დილით, 6:37 საათზე სატელიტების გამშვები ბაზიდან Chollima-1 ტიპის რაკეტა გაისროლეს, რომელსაც სატელიტი Malligyong-1 მიჰქონდა. საავარიო სიტუაცია კი რაკეტისა და სატელიტის განცალკევების მომენტში შეიქმნა.