დევიდ ბოუის კერძო კოლექცია აუქციონზე გაიყიდება

დევიდ ბოუის კერძო კოლექცია აუქციონზე გაიყიდება

Sotheby’s დევიდ ბოუის კერძო კოლექციას გამოიტანს აუქციონზე. გასაყიდად 400-ზე მეტი ნივთი იქნება გამოტანილი, მათ შორის 200-ზე მეტი ბრიტანელი  ხელოვანის – ფრენკ აუერბახის, დემიენ ჰერსტის, ჰენრი მურის და სხვათა – ნამუშევარი. აუქციონი 10-11 ნოემბერს გაიმართება. მას წინ უსწრებს დაგეგმილი გამოფენა ლონდონში, ასევე მუსიკოსის კოლექციების გამოფენა ნიუ იორკში, ლოს ანჯელესსა და ჰონკონგში.

მიმდინარე წლის 10 იანვარს ბრიტანელი კომპოზიტორი და მომღერალი დევიდ ბოული 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსოფლიო აღიარება მან ჯერ კიდევ 1970-იან წლებში მოიპოვა.