დღეს, 10 მაისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების და ვალდებულებების აუქციონზე 50 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აქედან, 20 მლნ ლარის 182-დღიანი ვადიანობის სახაზინო ვალდებულები და 30 მლნ ლარის 2-წლიანი ვადიანობის სახაზინო ობლიგაციები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. 182-დღიან ვალდებულებეზე საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 7.2%-ით განისაზღვრა, ხოლო 2-წლიანზე 8%-ით.
მიმდინარე წლის თებერვლიდან სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე საპროცენტო განაკვეთების კლება დაიწყო. თუმცა, გასული წლის სექტემბერთან შედარებით განაკვეთები გაზრდილია.
სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე საპროცენტო განაკვეთების კლება ნიშნავს, რომ მთავრობას შიდა ვალის აღება უიაფდება.
გრაფიკი: სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთები