დღეს, ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 2.6794-ის დონეზე განსაზღვრა, რაც ბოლო ერთ დღეში 2 თეთრიან გამყარებას ნიშნავს. ევროს მიმართ ლარის ოფიციალური კურსი 3.1462-ის დონეზე განისაზღვრა, რაც ნიშნავს, რომ ლარი ევროს მიმართ 3.6 თეთრით გამყარდა.
დღეს ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟაზე ლარის კურსი დოლარის მიმართ 2.67-მდე შემცირდა, როცა დილით 2.70 იყო. შესაბამისად, გამოდის, რომ ლარის არაოფიცალური კურსი 3 თეთრით გამყარდა.
დღეს ლარი გამყარდა თურქულის ლირას და რუსული რუბლის მიმართაც გამყარდა, ლირას მიმართ 1 თეთრით, ხოლო რუბლის მიმართ 5 თეთრით.
გრაფიკი: ლარის კურსი მერყეობა 8 დეკემებრს