5 და 12 ნოემბერს, 17:00 საათზე, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში უმასპინძლებს შეხვედრა-დისკუსიას, რომლის ფარგლებშიც ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმები.
5 ნოემბერი, 17:00 საათი, ორი ფილმის ჩვენება და დისკუსია:
„ამერიკული არქიტექტურის პარადიგმები “(Paradigms of American Architecture)
წარმოადგენს დოკუმენტური ინტერვიუების სერიას ცნობილ ამერიკელ არქიტექტორებთან და მემკვიდრეობის დაცვის ექსპერტებთან, რომელიც თბილისის არქიტექტურის, დიზაინის და შემოქმედებითი ინდუსტრიების ცენტრმა ჩაწერა ნიუ-იორკში, საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით. Take the Step – ბრედ ვოგელი, ნიუ-იორკის მემკვიდრეობის დაცვის არქივის დირექტორი, საუბრობს ურბანული მემკვიდრეობის ამერიკულ გამოცდილებაზე, ნიუ-იორკის მემკვიდრეობის დაცვის ისტორიაზე, დღევანდელ გამოწვევებსა და ურბანული მემკვიდრეობის კულტურულ და ეკონომიკურ როლზე ქალაქის განვითარებაში. Architecture of Profound Optimism-ინტერვიუ ცნობილ ამერიკელ არქიტექტორებთან თოდ უილიამსსა და ბილი ჩენთან/Tod Williams & Billie Tsien Architects – ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ არქიტექტურულ წყვილთან, რომლებიც საუბრობენ დიზაინის ფილოსოფიაზე, ღირებულებებზე, სამუშაო პროცესზე, ინსპირაციაზე, არქიტექტურულ განათლებაზე, დროისა და პანდემიის გამოწვევებზე და საკუთარ პროექტებზე.
12 ნოემბერი, 17:00 საათი, ფილმის ჩვენება და დისკუსია:
Connecting Audience with the Story – ინტერვიუ ცნობილ ამერიკელ არქიტექტორთან და დიზაინერთან დევიდ როქუელთან/არაერთი ჯილდოს მფლობელი ინტერდისციპლინარული სტუდიოს Rockwell Group-ის დამფუძნებელთან და პრეზიდენტთან. დევიდი საუბრობს უნიკალურ გამოცდილებებზე და პროექტებზე რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებდა – დიზაინის საკუთარ ფილოსოფიაზე, დრამატურგიაზე, მუსიკაზე, საჯარო სივრცეებზე, გამოწვევებსა და ადამიანებისათვის უკეთესი გარემოს შექმნის ისტორიებზე.
ორივე შეხვედრას გაუძღვება – პროექტის ავტორი, არქიტექტურის დოქტორი, თბილისის არქიტექტურის დიზაინის და შემოქმედებითი ინდუსტრიების ცენტრის დამფუძნებელი, Domus Georgia-ს მთავარი რედაქტორი, ლენა კილაძე.
დასასწრებად, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge-ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი შეხვედრაზე დასასწრებ ბილეთს გამოგიგზავნით.