EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა

EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მიმდინარე წელს საქართველოში 4,5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით, 0,6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. EBRD მომდევნო წელს საქართველოში ასევე 4,5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება რაც მაისის პროგნოზთან შედარებით 0,3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონში EBRD ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ზრდას საქართველოში ელოდება. რეგიონის ქვეყნებისთვის კი მიმდინარე წლის პროგნოზი შემდეგია:

სომხეთი 3,5%

აზერბაიჯანი – -0,5%

ბელორუსი – 1,5%

მოლდოვა – 3%

უკრაინა – 2%

თურქეთი – 5,1%

რუსეთი – 1,8%

საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესებას EBRD ექსპორტისა და ტურიზმის მაჩვენებლების გაუმჯობესებას უკავშირებს.