ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი განაახლა. 5 მარტს ლარის კურსი დოლარის მიმართ 2.11 იქნება. ლარის ოფიციალური კურსი 3.2 თეთრით გამყარდა დოლარის მიმართ, ხოლო 5.6 თეთრით ევროს მიმართ.
აღსანიშნავია, რომ სავალუტო ჯიხურებში 3 მარტს ლარის საბაზრო კურსი 2.10 ნიშნულამდე იყო გამყარებული, 4 მარტს კი 2.12-მდე გაიზარდა.
ბოლო დღეებში ლარის კურსის გამყარების ტენდენცია ეროვნული ბანკის მიერ 120 მილიონი დოლარის გაყიდვის, აჟიოტაჟის განეიტრალების და ბანკების მიერ კრედიტების დოლარიდან ლარში გადატანის შედეგია. ლარის კურსის გრძელვადიანი სტაბილურობისთვის კი აუცილებელია გაიზარდოს საქართველოში შემომავალი დოლარის ნაკადი და ამაღლდეს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი.