თებერვალში უცხოური ვალუტის რეზერვები 138 მილიონი დოლარით შემცირდა

თებერვალში უცხოური ვალუტის რეზერვები 138 მილიონი დოლარით შემცირდა

2015 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 138 მილიონი დოლარით შემცირდა. რეზერვების შემცირება ლარის კურსის სტაბილურობისთვის თებერვალში სავალუტო აუქციონზე გამოტანილმა 120 მილიონმა დოლარმა და საგარეო ვალთან დაკავშირებულმა ოპერაციებმა განაპირობა.

ბოლო ხუთ თვეში ვალუტის ოფიციალური რეზერვები 221 მილიონი დოლარით შემცირდა, ხოლო 2013 წლის ნოემბრიდან (როდესაც ლარის კურსის გაუფასურების პირველი ნიშნები გამოჩნდა) დღემდე 620 მილიონი დოლარით.

თებერვლის ბოლოს საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვმა 2267 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ დონეზე ვალუტის რეზერვები ბოლოს 2011 წლის თებერვალში იყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *