დღეს, 12 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3525 შეადგინა.
25 აგვისტოდან მოყოლებული, ეს უკვე მე-6 შემთხვევაა, როდესაც ეროვნული ბანკი დოლარს ყიდის, ჯამში 180 მლნ დოლარი გაყიდა. აქედან 160 მლნ დოლარი ბოლო ერთ თვეში გაყიდა.
დღეს ბლუმბერგის ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე ლარის კურსმა 2.3650-ს მიაღწია, ეროვნული ბანკის ჩარევის შედეგად კი კურსმა დაიკლო, თუმცა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 1.6 თეთრით მაინც გაუფასურდა და 2.3527 შეადგინა.