ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების €5-მილიარდიანი პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების €5-მილიარდიანი პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის ქვეყნებმა, რამდენიმეკვირიანი განხილვის შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების განახლებისა და გაზრდის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. დახმარების უახლესი პაკეტი, წლის ბოლომდე, დამატებით €5 მილიარდს უზრუნველყოფს „ევროპის სამშვიდობო ფონდისთვის“ (EPF). 2022 წლიდან ორგანიზაციამ EPF-ისთვის ჯამში €6.1 მილიარდი უკვე გამოყო.

EPF-ი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში სწორედ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოექცა, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები განსაკუთრებით სწრაფ ვადებში ცდილობდნენ უკრაინისთვის მათ ეროვნულ მარაგში არსებული სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას. დაწესებულება ნაწილობრივ ანაზღაურებს დონაციების ხარჯებს, რაც ყველა ქვეყანას, დიდს თუ პატარას, მონაწილეობისა და ომში მყოფი მყოფი ქვეყნის დახმარების საშუალებას აძლევს.

თუმცა 2023 წელს „ევროპის მშვიდობის ფონდმა“ ეფექტიანობა შედარებით დაკარგა, რადგან მარაგები ეტაპობრივად ამოიწურა და მთავრობებიც, უკრაინისთვის, კოლექტიურის მაგივრად, ორმხრივ შემოწირულებებზე გადავიდნენ. დაწესებულება ფაქტობრივად პარალიზებული იყო მაისში, უნგრეთის მიერ ვეტოს დადების შემდეგ, რაც კიევის მხრიდან OTP-ბანკის „ომის საერთაშორისო სპონსორად“ დასახელებას მოჰყვა.

პარალელურად დაიწყო მოლაპარაკებები „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ რეფორმირებაზე, რათა გამხდარიყო უფრო ეფექტიანი, პროგნოზირებადი და უკრაინის საჭიროებებზე მორგებული. თუმცა საფრანგეთი, საბერძნეთთან და კვიპროსთან ერთად, ბლოკის შიგნით ექსკლუზიურად წარმოებული იარაღისა და საბრძოლო მასალის შესაძენად, კვლავ EPF-ის გამოყენებას მოითხოვდა.

კოლექტიური შემოწირულებების განახლებით, ბრიუსელი იმედოვნებს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებებში არსებული ხარვეზებით გამოწვეული პოლიტიკური დაძაბულობა შენელდება. „კილის ინსტიტუტის“ თანახმად, უკრაინისთვის გაცემული სამხედრო დახმარებების მიხედვით ბლოკში გერმანია ლიდერობს €17.7 მილიარდით, შემდეგ მოდის დანია (€8.4 მილიარდი) და ნიდერლანდები (€4.4 მილიარდი). საპირისპიროდ კი, მნიშვნელოვნად ჩამორჩება იტალია (€0.67 მილიარდი), საფრანგეთი (€0.64 მილიარდი) და ესპანეთი (€0.33 მილიარდი).