საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის პირვალ ნახევარში (იანვარ-ივნისში) საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 1.4 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 305 მილიონი დოლარით (26%-ით) მეტია 2017 წლის პირველ ნახევარში ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალზე. 2017 წელს (12 თვეში) საქართველომ ტურიზმიდან 2.7 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, 2018 წელს წლიური შემოსავალი დაახლოებით 500 მილიონი დოლარით გაიზრდება და დაახლოებით 3.3 მილიარდ დოლარს გაუტოლდება.
ტურიზმიდან შემოსავლების ზრდის პარალელურად საქართველოდან საზღვარგერეთ ტურისტული მიზნით დახარჯული თანხებიც გაიზარდა. 2018 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ტურისტული დანახარჯები 232 მილიონი დოლარი იყო, რაც 41 მილიონი დოლარით მეტია 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
გრაფიკი: საქართველოს შემოსავალი საერთაშორისო ტურიზმიდან, იანვარ-ივნისი, მილიონი აშშ დოლარი