საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოქტომბერში საქონლისა და მომსახურების ფასები 0.8%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურმა ინფლაციამ (ბოლო 12 თვის) 5.8% შეადგინა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად (13.5%-ით) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო გაძვირდა.
11.1%-ით გაიზარდა ჯანმრთელობის დაცვის ფასი,13.1%-ით ავეჯის და საოჯახო ნივთების ფასი. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 4.1%-ით გაძვირდა. 1.1%-ით მოიკლო ტრანსპორტის ფასებმა.