საქართველოში 73 უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა, სადაც 132 ათასამდე სტუდენტი სწავლობს. მიუხედავად იმისა, რომ კერძო დაწესებულებების რაოდენობა 2.5-ჯერ მეტია სახელმწიფო სასწავლებლებზე, სტუდენტთა 68% სახელმწიფო სასწავლებლებში სწავლობს. თუმცა, ზრდის ტენდენცია აქვს კერძო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა რაოდნეობას, როგორც ნომინალურ ასევე ფარდობით მაჩვენებლებში. 2011-2012 წლებში კერძო უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა 25% სწავლობდა, 2015-2016 სასწავლო წელს კი მათი წილი 32%-ია.
ცხრილი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და სტუდენტების რაოდენობა საქართველოში:
| უმაღლესი საგანმ. დაწესებულებების რაოდენობა | სტუდენტების რაოდენობა | |||
სასწავლო წელი | სახელმწიფო | კერძო | სახელმწიფო | კერძო | კერძოს წილი |
2003-2004 | 26 | 150 | 124 | 29 | 19% |
2004-2005 | 26 | 172 | 137 | 35 | 21% |
2005-2006 | 25 | 140 | 114 | 30 | 21% |
2006-2007 | 18 | 148 | 111 | 30 | 21% |
2007-2008 | 19 | 137 | 81 | 31 | 28% |
2008-2009 | 20 | 109 | 66 | 27 | 29% |
2009-2010 | 21 | 108 | 74 | 29 | 28% |
2011-2012 | 19 | 33 | 71 | 24 | 25% |
2012-2013 | 19 | 38 | 80 | 30 | 27% |
2013-2014 | 20 | 46 | 83 | 34 | 29% |
2014-2015 | 21 | 52 | 86 | 38 | 31% |
2015-2016 | 21 | 52 | 90 | 42 | 32% |