2016 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო ვალი 13.2 მილიარდ ლარს შეადგენს, თებერვლის ბოლოს სახელმწიფო ვალი 13.5 მილიარდი ლარი იყო. ლარში გამოხატული ვალის შემცირება ლარის კურსის გამყარებამ გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო სახელმწიფო ვალი მარტში 70 მილიონი დოლარით გაიზარდა.
საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 41%-ია. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 35.6%, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.6 იყო%.
სახელმწიფო ვალი საგარეო და საშინაო ვალისგან შედგება. 2015 წლის ბოლოს საგარეო სახელმწიფო ვალი 10.3 მილიარდი ლარი იყო, 2016 წლის მარტის ბოლოს კი 10.4 მილიარდი ლარი შეადგინა. საშინაო ვალი 2016 წლის იანვარ-მარტში 27 მილიონი ლარით შემცირდა და 2.8 მილიარდი ლარი შეადგინა.