მარტში, წინა წლის მარტთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა. სამი თვის ჯამში, იანვარ-მარტში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 4.7%-ია.
2018 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა. 2019 წლისთვის კი საქართველოს მთავრობა 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2018 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის 4.6%-იან, ხოლო მსოფლიო ბანკი 5%-იან ზრდას პროგნოზირებს.