საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის მარტში, წინა წლის მარტთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 3.4%-ით გაიზარდა, ხოლო პირველი კვარტლის (იანვარ-მარტის) საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 2.3% შეადგინა.
2015 წელს საქართველოს ეკონომიკა 2.8%-ით გაიზარდა, 2016 წლისთვის კი საქართველოს მთავრობა 3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.