საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2017 მარტში წინა წლის მარტთან შედარებით, 23.5%-ით (21.3 მლნ დოლარით) გაიზარდა. მარტში სულ 112 მლნ დოლარი გადმოირიცხა.
იანვარ-მარტშიი ფულადი გზავნილები 53 მლნ დოლარით (22.3%-ით) გაიზარდა და ჯამში 178 მლნ დოლარი შეადგინა.
საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად რუსეთიდან, ისრაელიდან, აშშ-დან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან და იტალიიდან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა. მიმდინარე წლის მარტში 2016 წლის მარტთან შედარებით, რუსეთიდან ჩამორიცხვები 8.3 მლნ დოლარით გაიზარდა, ისრაელიდან 4.2 მლნ დოლარით, აშშ-დან და თურქეთიდან შესაბამისად 1.8 და 1.9 მლნ დოლარით გაიზარდა.
ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც ფულადი გზავნილების ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, მლნ დოლარი
ქვეყანა | მარტი, 2016 | მარტი, 2017 | ზრდა |
რუსეთის ფედერაცია | 30.0 | 38.3 | 8.3 |
ისრაელი | 4.4 | 8.6 | 4.2 |
თურქეთი | 7.4 | 9.3 | 1.9 |
აშშ | 10.0 | 11.8 | 1.8 |
საბერძნეთი | 9.9 | 11.6 | 1.6 |
იტალია | 9.8 | 11.1 | 1.3 |
წყარო: ეროვნული ბანკი