მეორე კვარტალში საქართველოს საგარეო ვალი 414 მილიონი დოლარით გაიზარდა

მეორე კვარტალში საქართველოს საგარეო ვალი 414 მილიონი დოლარით გაიზარდა

დღეს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საგარეო ვალის 2016 წლის მეორე კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა. 2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 2016 მარტის ბოლოსთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვალი 414 მლნ დოლარით გაიზარდა და 15.1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ვალის ზრდა ძრითადად კომერციული ბანკების და არასაფინანსო კორპორაციების დავალიანების ზრდამ განაპირობა. მე-2 კვარტალში კომერციული ბანკების დავალიანება 170 მლნ დოლარით გაიზარდა. 170 მლნ დოლარით გაიზარდა არასაფინანსო კორპორაციების დავალიანებაც, საიდანაც 118 მლნ დოლარი სახელმწიფო კომპანიების მიერ აღებულ ვალდებულებებზე მოდის. 38 მლნ დოლარით გაიზარდა მთავრობის ვალი.

30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი საქართველოს მშპ-ის (ბოლო 4 კვარტლის) 108%-ია, 2015 წლის ბოლოს საგარეო ვალი მშპ-ს 113% იყო, ხოლო 2014 წლის ბოლოს 86%.