2015 წლის მეორე კვარტალში, 2014 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, საქართველოს ბიზნეს სექტორის ბრუნვა (საანგარიშო პერიოდში ეკონომიკური ერთეულის მიერ განხორციელებული გაყიდვები ანუ დარიცხული შემოსავლები საქონლისა და მომსახურების გაყიდვებიდან) 16%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-ივნისში ზრდამ 13% შეადგინა.
ყველაზე მაღალი ზრდა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევაში დაფიქსირდა (150%). მეორე ადგილზეა სოფლის მეურნეობა 36%-ით. აქვე აღსანიშნავია, რომ ბრუნვა მოცემულია ნომინალურ მაჩვენებლებში, ანუ მის ზრდას საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ზრდაც (ინფლაცია) განაპირობებს.
სექტორი, მლნ ლარებში | II კვარტალი, 2014 | II კვარტალი, 2015 | % ცვლილება |
სულ | 11 080 | 12 849 | 16.0% |
კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა | 58 | 78 | 150.6% |
სოფლის მეურნეობა | 2 031 | 2 217 | 35.9% |
სასტუმროები და რესტორნები | 750 | 952 | 31.3% |
ოპერაციები უძრავი ქონებით | 5 832 | 6 424 | 28.7% |
მშენებლობა | 176 | 230 | 26.9% |
განათლება | 1 238 | 1 436 | 23.1% |
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა | 488 | 628 | 16.0% |
ვაჭრობა | 55 | 68 | 10.2% |
მრეწველობა | 205 | 203 | 9.2% |
ჯანმრთელობის დაცვა | 244 | 611 | -1.3% |