მსოფლიოს უმსხვილესი ოფშორების რეიტინგი

მსოფლიოს უმსხვილესი ოფშორების რეიტინგი

მსოფლიოს უმსხვილესი ოფშორების რეიტინგი Global Management Consulting-მა, გამოაქვეყნა. კვლევა 2017 წლის მონაცემებს ეფუძნება. ერთგვარ რეიტინგში ლიდერი შვეიცარიაა, რომელიც უცხოურ კაპიტალს, უპირველეს ყოვლისა, საბანკო საიდუმლოების წყალობით იზიდავს. საბანკო სექტორი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 9%–ს შეადგენს. რაც შეეხება ოფშორულ კაპიტალს, ის ჯამში, 2.3 ტრილიონი ამერიკული დოლარია. 

რიგით მეორე ქვეყანა ჰონგ კონგია, რომელიც, რეალურად არ არის ოფშორული ზონა. ეს არის თავისუფალი პორტი, სადაც არ იბეგრება იმპორტი და არ არსებობს დამატებული ღირებულების გადასახადი. შედეგად, კი ოფშორული კაპიტალი ქვეყანაში, 1.1 ტრილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. ჰონგ კონგი ფინანსებისა და საერთაშორისო ვაჭრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრადაც ითვლება.

სამეულშია სინგაპურიც, რომელიც დაბალი საგადასახადო განაკვეთების გამო, ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა, ხოლო თავად ქვეყნისთვის მნიშვნელოვან როლს ტრანსნაციონალური კორპორაციები თამაშობს. სინგაპურში საერთო ჯამში  სულ 5 ტუპის გადასახადია: მათ შორის არის მოგების და სახელფასო გადასახადებიც. ჯამში გადასახადების საერთო მოცემულობა 27,1 % უტოლდება. სინგაპურს 0.7 ტრილიონი ამერიკული დოლარის ოფშორული კაპიტალით, ამერიკის შეერთებული შტატები მოსდევს. სადაც არ არსებობს ოფშორული ზონები და თავად ტერმინი „ოფშორი“ არ ფიგურირებს არც ფედერალურ და არც ცალკეული შტატების დონეზე. ამის მიუხედავად, ამერიკაში ბიზნესისა და საგადასახადო კანონმდებლობის გარკვეული ნორმები ინვესტორებისათვის “საგადასახადო სამოთხეს” ქმნის.   მეხუთე ადგილს ნორმანდიის კუნძულები და მენის კუნძული იკავებს, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ოფშორულ ზონად მიიჩნევა. მენის კუნძული მსოფლიოში ერთ-ერთი სტაბილური სახელმწიფოა, როგორც პოლიტიკურად ისე ეკონომიკურად. ხელისუფლება ცდილობს შექმნას ყველაზე ხელსაყრელი პირობები ბიზნესისთვის, ხოლო საერთაშორისო ფინანსური გამჭვირვალობის წესების დაცვა აუცლებელია. 2006 წლიდან არ არსებობს კორპორატიული საგადასახადო და მოგების გადასახადი.   კუნძულზე მოგების გადასახადების გადახდა არ არის საჭირო. საშემოსავლო გადასახადი 20% -ს უტოლდება. მენის კუნძულების ოფშორული კაპიტალი 0,3 ტრილიონ ამერიკული დოლარია. 

რეიტინგში, 0.5 ტრილიონი ამერიკული  დოლარის ოფშორული კაპიტალით, არაბთა გაერთიანებული საემიროებიც სახელდება, სადაც გადასახადებისგან სრული გათავისუფლების გარდა, მრავალი სახის ინფრასტრუქტურა და მომსახურებაა განვითარებული, საერთაშორისო ბიზნესის სამართავად.  

სიაშია ევროპის ერთ–ერთი უმდიდრესი ქვეყანა ლუქსემბურგი, სადაც, ხელსაყრელი პირობებისა და ოფშორული ზონის გამო, ტერიტორიაზე მსოფლიოში ყველაზე მეტი, ანუ დაახლოებით ათასზე მეტი საინვესტიციო ფონდი და 200–ზე მეტი ბანკია განთავსებული. ლუქსემბურგში ოფშორული კაპიტალი 0.3 ტრილიონ ამერიკულ დოლარს აღწევს.

დიდი ბრიტანეთი ოფშორული ქვეყანა არ არის, თუმცა ეროვნული კანონმდებლობა უზრუნველყოფს კორპორატიული და საგადასახადო დაგეგმარების მოსახერხებელ ინსტრუმენტებს, ამიტომაც ბრიტანეთში კომპანიის რეგისტრირება ხელს უწყობს ბიზნესის ეფექტიანობას, გადასახადების თვალსაზრისით. ოფშორული კაპიტალი კი, ქვეყანაში ჯამში 0,3 ტრილიონი ამერიკული დოლარია.  

0,2 ტრილიონი დოლარის ოფშორული კაპიტალია მონაკოში, სადაც გარანტირებული საბანკო საიდუმლოებისა და დაბალი გადასახადების წყალობით, მილიარდობით დოლარი გროვდება საზღვარგარეთიდან. რეიტინგი კი, ბაჰრეინით სრულდება, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ გახსნან საკუთარი ოფისები და იყვნენ მათი 100%–იანი მფლობელები. ასევე არ არსებობს ადგილობრივ ბაზარზე ვაჭრობის შეზღუდვა და გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბიზნესის შექმნისას აუცილებელია ბანკის ამონაწერისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ დოკუმენტაციის წარდგენა. შედეგად კი, ქვეყანაში ოფშორული კაპიტალი, 0,2 ტრილიონი ამერიკული დოლარია, ხოლო წლიური ზრდის ტემპი 5%-ს შეადგენს.

ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი ფული ტრიალებს (წყარო : Global Management Consulting. 2017 წლის მონაცემები): 

შვეიცარია 

საბანკო სექტორი – მშპს 9%–ს შეადგენს.  

ოფშორული კაპიტალი $2.3 ტრლნ. 

ჰონგ კონგი

 არ იბეგრება იმპორტი და არ არსებობს დღგ. 

ოფშორული კაპიტალი $1.1 ტრლნ. 

სინგაპური

სულ 5 ტიპის გადასახადი – მშპ-ს 27,1% 

ოფშორული კაპიტალი $0.7 ტრლნ. 

ნორმანდიის კუნძულები და მენის კუნძული 

მოგების გადასახადი 0%  და საშემოსავლო გადასახადი 20%

ოფშორული კაპიტალი $0.3 ტრლნ. 

გაერთიანებული საემიროები

გადასახადებისგან თავისუფალი. 

ოფშორული კაპიტალი $0.5 ტრლნ. 

ლუქსემბურგი 

1000-ზე მეტი საინვესტიციო ფონდი და 200–ზე მეტი ბანკი. 

ოფშორული კაპიტალი $0.3 ტრლნ. 

დიდი ბრიტანეთი 

ბიზნესისათვის ხელსაყრელი საგადასახადო სისტემა. 

ოფშორული კაპიტალი $0.3 ტრლნ. 

მონაკო  

გარანტირებული საბანკო საიდუმლოება. 

ოფშორული კაპიტალი $0.2 ტრლნ. 

ბაჰრეინი

თავისუფალი ბაზარი. 

ოფშორული კაპიტალი $0.2 ტრლნ.