ნოემბერში უცხოური ვალუტის რეზერვები 6 მილიონი დოლარით შემცირდა

ნოემბერში უცხოური ვალუტის რეზერვები 6 მილიონი დოლარით შემცირდა

2018 წლის ნოემბერში წინა თვესთან, ოქტომბერთან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) უცხოური ვალუტის რეზერვები 6 მლნ დოლარით (0.2%-ით) შემცირდა და 2.889 მილიარდი დოლარი შეადგინა. სექტემბერში, რეზერვების მოცულობა რეკორდულ ნიშნულზე – 2.95 მილიარდ დოლარზე იყო.

ბოლო ერთ წელიწადში კი უცხოური ვალუტის რეზერვები 102 მლნ დოლარით არის გაზრდილი.

2.889 მილიარდი დოლარიდან $2.7 მილიარდი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 224 მლნ დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.

გრაფიკი: უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები, მილიონი აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.