საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით ოქტომბერში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 1.3%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 12.8% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 12.8%-ით გაძვირდა.
ოქტომბერში ფასები მნიშვნელოვნად შემდეგ პროდუქტებზე გაიზარდა: ბოსტნეული – 9%, პური და პურპროდუქტები 5.5%, რძე, ყველი და კვერცხი – 3.6%, შაქარი, ჯემი და სხვა საკონდიტრო ნაწარმი – 1.2%. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 9.2%-ით გაძვირდა.
ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ტრანსპორტი (მათ შორის, საწვავი) გაძვირდა 19.6%-ით. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 18.4%-ით გაძვირდა, მათ შორის, ზეთი და ცხიმი 32%-ით, ბოსტნეული და ბაღჩეული 43%-ით, რძე, ყველი და კვერცხი 18.2%-ით, პური 19.4%-ით. ჯანმრთელობის დაცვა 8.4%-ით გაძვირდა. 12%-ით გაიზარდა კომუნალური გადასახადების საფასური.
წლიური ინფლაციის მაჩვენებლები
წყარო: საქსტატი