საბითუმო რეალიზაციას ტექნიკური რეგლამენტი ძალაში ზაფხულიდან შევა.
რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ პროდუქტის საბითუმო რეალიზაციისთვის განკუთვნილ შენობაში უნდა არსებობდეს შესაბამისად მარკირებული:
1) პროდუქციის მისაღები, შესანახი, გასაცემი, ასევე კარანტინისათვის განკუთვნილი იზოლირებული სათავსები;
2) ფარმაცევტული სუბსტანციების მიმოქცევის შემთხვევაში, დამატებით აუცილებელია დასაფასოებელი, სადისტილაციო/სასტერილიზაციო და სამრეცხაო იზოლირებული სათავსების არსებობა.
საბითუმო რეალიზატორს, პროდუქტის გაუვარგისების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროების მიხედვით, უნდა ჰქონდეს სტელაჟები, კარადები, სამაცივრე დანადგარი. მას ასევე უნდა ჰქონდეს ჰაერის პარამეტრების (ტემპერატურა, ტენიანობა) სარეგისტრაციო მოწყობილობები. ამასთან, ის ყოველდღიურად უნდა აწარმოებდეს ჰაერის პარამეტრების რეგისტრაციის შედეგების შესახებ სათანადო ჩანაწერებს.
თუ საბითუმო რეალიზატორს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროდუქტი საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონეა, ფალსიფიცირებულია ან ვადაგასულია, ის ვალდებულია:
1) შეაჩეროს საეჭვო ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია;
2) განათავსოს ისინი სპეციალურად ამ მიზნებისათვის განკუთვნილი კარანტინის სათავსოში;
3) აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის უწყებებს.