აშშ-ის ფედერალური მოსამართლის მიერ დამტკიცებული საპროცენტო შეთანხმების ფარგლებში, კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ს $4.3 მილიარდზე მეტი ღირებულების ჯარიმისა და კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. შეგახსენებთ, რომ Binance და მისი დამფუძნებელი ჩანგპენგ ჟაო ფულის გათეთრებასა და სანქციების დარღვევაში დამნაშავედ ცნეს.
საოლქო სასამართლომ საპროცენტო შეთანხმება პარასკევის მოსმენაზე დაამტკიცა. Binance-ს ჯარიმის სახით $1.8 მილიარდზე მეტის გადახდა მოუწევს, ჯამში $2.5 მილიარდის საკუთრებაზე კი უფლებები ჩამოერთმევა. როგორც შეთანხმების ნაწილი, Binance-ის მონიტორინგი ხუთი წლის განმავლობაში დამოუკიდებელ ფირმას დაევალა, ამასთან ერთად, კრიპტოკომპანიას ეთიკის პროგრამის, პოლიტიკის, პროცესებისა და სისტემების გადახედვაც დაევალა.
Binance-ის სპიკერის განცხადებით, კომპანია პასუხისმგებლობას იღებს თავის ქმედებებზე და დასძინა, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი საპროცენტო შეთანხმების შესრულებისთვის უკვე მიღწეულია. შეთანხმებით, 30 დღის განმავლობაში, Binance-ს $898 მილიონის გადახდა მოუწევს, ხოლო სულ მცირე 15 თვეში $1.8 მილიარდის ჯარიმები სრულად უნდა დაფაროს.
Binance-ის დამფუძნებლის ჩანგპენგ ჟაოს სასამართლო პროცესი 30 აპრილსაა დანიშნული. New York Times-ის ცნობით, მას 18 თვემდე პატიმრობა ემუქრება, თუმცა პროკურორები მოსამართლისგან სასჯელის გახანგრძლივებას ითხოვენ. საპროცესო შეთანხმების ფარგლებში, ჟაო $50 მილიონის გადახდასა და თანამდებობის დატოვებას დათანხმდა.