27 წლის კონექტიკუტელმა კესი დე პეკოლმა 2015 წლის ივლისში მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა დაიწყო. კესიმ მსოფლიოს 196 ქვეყანაში იმოგზაურა და გინესის რეკორდი დაამყარა – მან ყველაზე მცირე დროში მოინახულა მსოფლიოს ყველა სუვერენული სახელმწიფო. ამისთვის მას 18 თვე და 26 დღე დასჭირდა. ის ასევე გახდა პირველი ქალი, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია ნამყოფი.
“ექსპედიცია 196”, რომელიც ფრენების ჩათვლით დაახლოებით $200 ათასი დაჯდა, ნაწილობრივ სპონსორებმა (Clif Bar და Eagle Creek) დააფინანსეს. დე პეკოლი თითოეულ ქვეყანაში ორიდან ხუთ დღემდე ჩერდებოდა, სტუმრობდა ადგილობრივ სკოლებს, ტურისტულ კომპანიებს, ატარებდა ლექციების გარემოს დაცვისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე.