უორენ ბაფეტის ქონება ბოლო ერთ კვირაში $3.74 მილიარდით შემცირდა. მილიარდერის ქონების შემცირება ამერიკის საფონდო ბირჟებზე გაურკვევლობას უკავშირდება.
წარუმატებელი კვირა აღმოჩნდა მარკ ცუკერბერგისთვისაც, რომლის ქონებაც $3.71 მილიარდით შემცირდა. $3-$3 მილიარდით შეუმცირდათ ქონება Alphabet-ის დამფუძნებლებს ლარი პეიჯსა და სერგეი ბრინს.
Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, $2.5 მილიარდი დაკარგა ამანსიო ორტეგამ.
ჯამში ორშაბათიდან მოყოლებული პლანეტის 500-მა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა $128 მილიარდი იზარალა.