2016 წლის სექტემბერში ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარდგენილი პროგრამის ფარგლებში ამ დროისთვის 16 ქონებაა გაყიდული. გაყიდული უძრავი ქონების ჯამურმა ღირებულებამ 51 313 001 ლარი შეადგინა.
სასტუმროების ასაშენებლად მოზიდული ინვესტიციის მოცულობამ, ჯამში 101 840 000 ლარია.
გაყიდული ობიექტების ნუსხაშია:
თბილისი, შესახვევი გორგასალი, N 5
საპრივატიზებო თანხა – 5 027 000 ლარი
საინვესტიციო ვალდებულება – 10 000 000 ლარი
თბილისი, გამზირი დავით აღმაშენებელი, N 44
საპრივატიზებო თანხა – 5 750 000 ლარი
საინვესტიციო ვალდებულება – 5 300 000 ლარი
ონი, სოფელი უწერა (ყოფილი მეტყევის სახლი)
საპრივატიზებო თანხა – 51 500 ლარი
საინვესტიციო ვალდებულება – 1 000 000 ლარი
ამბროლაური, ქუჩა ბრატისლავა-რაჭის, შესახვევი 1, N 11
საპრივატიზებო თანხა – 164 000 ლარი
საინვესტიციო ვალდებულება – 340 000 ლარი
თბილისი, გ. ახვლედიანის ქუჩა N22
საპრივატიზებო თანხა – 2 630 000 ლარი
საინვესტიციო ვალდებულება – 6 000 000 ლარი
ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ციხისძირი
საპრივატიზებო თანხა – 13 650 000 ლარი
საინვესტიციო ვალდებულება – 20 000 000 ლარი
თბილისი, ქუჩა დ. უზნაძე, N 14
საპრივატიზებო თანხა – 1 960 000 ლარი
საინვესტიციო ვალდებულება – 16 900 000 ლარი
ხაშურის მუნიციპალიტეტი, დაბა სურამი, 26 მაისის ქუჩა
საპრივატიზებო თანხა – 275 000 ლარი
საინვესტიციო ვალდებულება – 1 000 000 ლარი
ყვარელი, თავისუფლების ქუჩა N4
საპრივატიზებო თანხა – 293 000 ლარი
საინვესტიციო ვალდებულება – 1 000 000 ლარი
თბილისი, ჭონქაძის ქუჩა N21
საპრივატიზებო თანხა – 12 505 000 ლარი
საინვესტიციო ვალდებულება – 10 000 000 ლარი
ბორჯომის მუნიციპალიტეტი, დაბა ბაკურიანი, “დიდველი”
საპრივატიზებო თანხა – 1 706 000 ლარი
საინვესტიციო ვალდებულება – 2 000 000 ლარი
თბილისი, ამბროლაურის/ოთარ ჭილაძის ქუჩა N9
საპრივატიზებო თანხა – 3 800 000 ლარი
საინვესტიციო ვალდებულება – 10 000 000 ლარი
ბორჯომი, სოფ. ლიბანი
საპრივატიზებო თანხა – 1 003 000 ლარი
საინვესტიციო ვალდებულება – 8 000 000 ლარი
წყალტუბო, 26 მაისის ქ. N1 (ივერია)
საპრივატიზებო თანხა – 500 000 ლარი
საინვესტიციო ვალდებულება -10 000 000 ლარი
მესტია, სეტის მოედანი
საპრივატიზებო თანხა – 1 108 500 ლარი
საინვესტიციო ვალდებულება -300 000 ლარი
ხაშური, დაბა სურამი
საპრივატიზებო თანხა – 890 000 ლარი
საინვესტიციო ვალდებულება – 0
აუქციონები სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, პროექტის – “50 ქონება შენი სასტუმროსთვის” ფარგლებში განახორციელა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-კომპლექსები.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ საპრივატიზაციოდ გამოტანილ ნუსხაში შესული ობიექტები მდებარეობს როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში. ობიექტების სრული ჩამონათვალის ხილვა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზეა შესაძლებელი. ინვეыტორებისათვის შეთავაზებული ქონების კატალოგი მუდმივად განახლებადია და მასში იმ ობიექტების შეტანა დაუყოვნებლივ ხდება, რომლებიც ტურისტულად აქტიურ ზონებში მდებარეობს, ამა თუ იმ ინვესტორის მხრიდან მოთხოვნის დაფიქსირების შემთხვევაში სააგენტოს ქონება აუქციონზე გააქვს.