საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ბანკების მოგება-ზარალის უწყისებიდან ირკვევა, რომ პირველ კვარტალში ყველაზე მეტი წმინდა მოგება – 118.4 მლნ ლარი „საქართველოს ბანკს“ ჰქონდა, რომელიც 342%-ით მეტია 2016 წლის პირველი კვარტლის მოგებაზე. მეორე ადგილზე „თიბისი ბანკია“ 66.5 მლნ ლარით, რაც 81%-ით მეტია წინა წლის პირველი კვარტლის მოგებაზე. მესამეზე „რესპუბლიკა ბანკია“ (რომელიც უკვე „თიბისი ბანკს“ შეუერთდა) 21.6 მლნ ლარით.
წმინდა მოგების ზრდის ტემპით პირველ ადგილზეა „ხალიკ ბანკი“, რომლის მოგებაც 364%-ით გაიზარდა და 3.8 მლნ ლარი შეადგინა. 15%-ით შემცირდა „ბანკი ქართუს“ მოგება და 5.4 მლნ ლარი შეადგინა. ყველაზე მეტად „იშ ბანკის“ მოგება შემცირდა – 120%-ით. ის ერთადერთი ბანკია, რომელმაც პირველი კვარტალი ზარალით დაასრულა.
პირველ კვარტალში ყველა ბანკმა ერთად 258 მლნ ლარის წმინდა მოგება ნახა, რომლის 80% სამ მსხვილ ბანკზე მოდის.
| ბანკის დასახელება | 2017 წლის პირველი კვარტლის მოგება, მლნ ლარებში | მოგების ცვლილება 2016 წლის პირველ კვარტალთან შედარებით |
1 | საქართველოს ბანკი | 118.4 | 342% |
2 | თიბისი ბანკი | 66.5 | 81% |
3 | რესპუბლიკა | 21.6 | 65% |
4 | ვითიბი ბანკი ჯორჯია | 10.2 | 193% |
5 | ლიბერთი ბანკი | 9.7 | 124% |
6 | ბაზისბანკი | 8.0 | 13% |
7 | ბანკი ქართუ | 5.4 | -15% |
8 | ტერაბანკი | 5.4 | 325% |
9 | ხალიკ ბანკი | 3.8 | 364% |
10 | პროკრედიტ ბანკი | 3.4 | -34% |
11 | აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი | 1.8 | 9% |
12 | კრედო ბანკი | 1.7 | – |
13 | პაშა ბანკი | 1.4 | -23% |
14 | ზირაათ ბანკი | 0.5 | 2% |
15 | ფინკა ბანკი | 0.3 | 21% |
16 | სილქ როუდ ბანკი | 0.2 | 102% |
17 | იშ ბანკი | -0.3 | -120% |
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი