“ქართული ლუდის კომპანია” საქართველოს საფონდო ბირჟაზე 20 მილიონი ლარის ბონდების განთავსებას გეგმავს. ფასიანი ქაღალდები ბაზარზე დაახლოებით 3 თვეში განთავსდება.
ამასთან, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Scrope Ratings-მა “ქართული ლუდის კომპანიას” ბიზნეს რისკის მიხედვით BB- რეიტინგი მიანიჭა, ხოლო ფინანსური რისკის მიხედვით BB. აღნიშნული რეიტინგი საშუალებას მისცემს კომპანიას ლარის საჯარო ობლიგაციები გამოუშავს, რაც კომპანიისთვის პირველი პრეცედენტი იქნება. რეიტინგის მოძიებაში ,,ქართული ლუდის კომპანიას’’ თიბისი ბანკის შვილობილი საბროკერო კომპანია ,,თიბისი კაპიტალი’’ დაეხმარა.
“ქართული ლუდის კომპანია” რამდენიმე სახეობის ლუდს, მათ შორის “ზედაზენს”, “ბავარიას” და “ბელგიურს” აწარმოებს.