საქართველოში 252 აუდიტორული ფირმაა რეგისტრირებული. სექტორში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლება მხოლოდ იმ კომპანიებს ეძლევათ, რომლებიც შესაბამის რეგისტრაციას გაივლიან. რეგისტრაციისას კომპანიები, აქციონერების და ხარისხის კონტროლის შედეგებთან ერთად, შემოსავლების შესახებ ინფორმაციასაც ასაჯაროვებენ.
დღეს საქართველოში საზოგადოებრივი დაინტერესების პირების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება 13 აუდიტორულ ფირმას აქვს. სწორედ ამ ფირმებზე მოდის სექტორის მთლიანი შემოსავლების თითქმის 70%-ზე მეტი.
2018 წელს 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი აუდიტორული ფირმა (სდპ აუდიტის უფლებამოსილების მქონე) შემდეგი იყო (რეიტინგი შედგენილია კომპანიების აუდიტორული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით და ის არ მოიცავს მათ სხვა ტიპის – ბიზნეს და საკონსულტაციო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებს):
PWC საქართველო – 8 582 967 ლარი.
ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან – 7 680 380 ლარი.
სხვა აუდიტორული საქმიანობიდან – 902 587 ლარი.
იუაი – 8 529 980 ლარი.
ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან – 8 155 685 ლარი.
სხვა აუდიტორული საქმიანობიდან – 374 294 ლარი.
KPMG Georgia – 6 614 749 ლარი.
ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან – 6 462 345 ლარი.
სხვა აუდიტორული საქმიანობიდან – 152 404 ლარი.
დელოიტი და ტუში – 6 004 650 ლარი.
ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან – 4 730 083 ლარი.
სხვა აუდიტორული საქმიანობიდან – 1 274 567 ლარი.
ბიდიო – 4 680 084 ლარი.
ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან – 4 648 692 ლარი.
სხვა აუდიტორული საქმიანობიდან – 31 392 ლარი.
გრანთ თორნთონ – 1 230 439 ლარი.
ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან – 1 193 690 ლარი.
სხვა აუდიტორული საქმიანობიდან – 36 749 ლარი.
არესემ საქართველო – 1 287 975 ლარი.
ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან -1 125 497 ლარი.
სხვა აუდიტორული საქმიანობიდან – 162 478 ლარი.
ნექსია თიეი – 1 209 749 ლარი.
ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან – 1 029 842 ლარი.
სხვა აუდიტორული საქმიანობიდან – 179 907 ლარი.
ფი-ქეი-ეფ ჯორჯია – 1 074 437 ლარი.
ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან – 808 735 ლარი.
სხვა აუდიტორული საქმიანობიდან – 265 701 ლარი.
ბეიკერ ტილი ჯორჯია – 690 711 ლარი.
ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან – 609 271 ლარი.
სხვა აუდიტორული საქმიანობიდან – 81 440 ლარი.