ქვეყნები, რომლებიც გადასახადებისგან თავის აცილების გამო, ყველაზე მეტ შემოსავალს კარგავს

ქვეყნები, რომლებიც გადასახადებისგან თავის აცილების გამო, ყველაზე მეტ შემოსავალს კარგავს

ამერიკის შეერთებული შტატები ყოველწლიურად გადასახადების თავიდან აცილებით 188 მილირად დოლარს კარგავს, ჩინეთი კი 66 მილიარდ დოლარს.

იაპონიის დანაკარგი ყოველწლიურად 46 მილიარდ დოლარს შეადგენს, ინდოეთის კი 41 მილირადს. 19 მილიარდი დოლარის დანაკარგი აქვს ყოველწლიურად საფრანგეთს, ხოლო გერმანიას 15 მილიარდი დოლარის.

გადასახადებისგან თავის აცილების გამო, ყველაზე მეტ შემოსავალს მსოფლიოში გაიანა კარგავს, და ის მთლიანი მშპ-ს 6,9%-ს შეადგენს, ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 1,13%-ია, ჩინეთის შემთხვევაში – 0,75%.

გაეროს კვლევის (Global distribution of revenue loss from tax avoidance) მიხედვით, კორპორატიული გადასახადი ქვეყნის შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილია, განსაკუთრებით კი დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის.

ჯამში გადასახადებისგან თავის აცილებით მიღებული დანაკლისი კვლევაში წლიურად 650 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, აქედან 1/3 კი განვითარებად ქვეყნებზე მოდის.

მსოფლიოს ქვეყნები, რომლებიც გადასახადებისგან თავის აცილებით ყველაზე მეტ შემოსავალს კარგავს:

გაიანა – 6,9%
ჩადი – 6,97%
მალტა – 4,5%
კომოროს გაერთიანება – 4,4%
ზამბია – 4,42%
პაკისტანი – 4,42%
არგენტინა – 4.4%
ნამიბია – 3,9%

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.