ქვეყნები, სადაც პენსია საშუალო ანაზღაურებაზე მაღალია

ქვეყნები, სადაც პენსია საშუალო ანაზღაურებაზე მაღალია

პენსიონერები ნიდერლანდების სამეფოში, თურქეთსა და ხორვატიაში პენსიის სახით საკუთარ ანაზღაურებაზე 100%-ით მეტ თანხას იღებენ. კერძოდ, თურქეთში პენსია ანაზღაურების 102%-ს შეადგენს, ხორვატიაში კი 129%.  

ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევის მიხედვით, ინდოეთში პენსია საშუალოდ ანაზღაურების 99%-ს შეადგენს, პორტუგალიაში 95%-ს, ხოლო იტალიაში 93%-ს. კვლევა ორგანიზაციის წევრი 35 ქვეყნის მონაცემს აერთიანებს. 

OECD-ის ქვეყნებს შორის საშუალო ანაზღაურებასთან მიმართებაში ყველაზე დაბალი პენსია გაერთიანებულ სამეფოში აქვთ, სადაც პენსიონერები ანაზღაურების საშუალოდ 29%-ს იღებენ პენსიის სახით.  

OECD-ში საშუალო მაჩვენებელი კი 63%-ს შეადგენს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კი 71%-ს. 

კვლევის მიხედვით ამერიკის შეერთებულ შტატებში პენსიაზე გასვლის შემდეგ მოსახლეობა პენსიის სახით საშუალო ანაზღაურების 49%-ს იღებეს, ხოლო ჩინეთში კი 83%-ს.  

კვლევის მიხედვით, OECD-ს და ევროკავშირის წევრი არაერთი ქვეყანა, საპენსიო ასაკის ზრდის მიმართულებით დგამს ნაბიჯებს. ასე მაგალითად გაერთიანებულ სამეფოში საპენსიო ასაკი 2020 წლისთვის 66 წლამდე იზრდება. 2026-დან 2028 წლამდე კი საპენსიო ასაკი კიდევ ერთი წლით მოიმატებს.  

საქართველოში საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 65 წელი, ქალებისთვის კი 60 წელია. სხვადასხვა პირზე კი სხვადასხვა სახის სოციალური პაკეტი ვრცელდება. ამასთან, პენსიის მოცულობა განსხვავდება მაღალმთიან რეგიონებში დასახლებული პირებისთვისაც და დევნილებისთვისაც, სახელმწიფოსგან განსხვავებული მოცულობის პენსიას იღებენ მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. პენსიის მოცულობა განსხვავდება პირის სამუშაო ადგილის მიხედვითაც, – ასე მაგალითად, ყოფილი დეპუტატების პენსია რამდენიმეჯერ აღემატება საქართველოში ფიქსირებულ 180 ლარს, – საშუალო ანაზღაურება კი ქვეყანაში სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 1069 ლარია. დაგროვებით საპენსიო სისტემაზე საქართველო მიმდინარე წლიდან გადადის. სხვადასხვა გათვლებით, თუკი პირის ანაზღაურება საშუალოდ თვეში 1000 ლარს შეადგენს, მისი პენსია დაგროვების შემდეგ 500 ლარი იქნება.