ტიბრ-ი (ინგლისურად TIBR) არის თბილისის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთი. აბრევიატურა „ტიბრ“ მისი ინგლისური შესატყვისიდან გამომდინარეობს – Tbilisi Interbank Interest Rate (TIBR). კომერციული ბანკები ერთმანეთში გასცემენ სესხებს. ტიბრ-ი დღის განმავლობაში ბანკებს შორის გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთის საშუალო მაჩვენებელია.
ბანკთაშორისი სესხები ნაღდი ფულის მიღების წყაროა. ის ერთგვარად ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხის ალტერნატივაა, ამიტომ რეფინანსირების განაკვეთი და ტიბრ-ი ხშირად ემთხვევა ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, 2024 წლიდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკა შეცვალა და კომერციულ ბანკებს გრძელვადიანი სესხების საპროცენტო განაკვეთის ტიბრ-ის ინდექსზე მიბმა დაავალა, ნაცვლად რეფინანსირების სესხების საპროცენტო განაკვეთზე მიბმისა.