სარეკლამო ხარჯები პოლიტიკური პარტიების ხარჯებში არჩევნების მოახლოებასთან ერთად განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის მონაცემებით, რომელსაც აუდიტის სამსახური აქვეყნებს, მიმდინარე წლის 2–22 აგვისტოს პერიოდისთვის წამყვანი პოლიტიკური პარტიების სარეკლამო ხარჯები ასე გამოიყურება:
ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 2 794 718 ლარი
- ინტერნეტრეკლამა – 311 245 ლარი
- გარე რეკლამა – 2 274 308 ლარი
- სხვა სარეკლამო ხარჯი 209 164 ლარი
საქართველოსთვის – 79 893 ლარი
- ინტერნეტრეკლამა 2 709 ლარი
- გარე რეკლამა – 76 209 ლარი
- სხვა სარეკლამო ხარჯი – 975.76 ლარი
ევროპული საქართველო – 51 471 ლარი
- ინტერნეტრეკლამა – 51 056 ლარი
- ბრენდირებული ნივთებით რეკლამა – 210 ლარი
- სხვა სარეკლამო ხარჯი – 205 ლარი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 38 135 ლარი
- ინტერნეტრეკლამა – 25 537 ლარი
- სხვა სარეკლამო ხარჯი – 12 598
გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი (მესამე ძალა) – 9 800 ლარი
- ინტერნეტრეკლამა – 7 300 ლარი
- ბრენდირებული ნივთებით რეკლამა – 2 500 ლარი
ლელო საქართველოსთვის – 4 304 ლარი
- ინტერნეტრეკლამა – 950 ლარი
- სხვა სარეკლამო ხარჯი – 3 354 ლარი
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 23 638 ლარი
- ბეჭდური რეკლამა – 22 938 ლარი,
- ინტერნეტრეკლამა – 700 ლარი