სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით 2016 წელს მსოფლიოში სამხედრო ხარჯებმა 1.7 ტრილიონი დოლარი შეადგინა, მსოფლიოს ეკონომიკის 2.2%. აქედან ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაწეულ ხარჯზე მოდის 611 მილიარდი დოლარი, მსოფლიო სამხედრო ხარჯების 36%. აშშ-მა უფრო მეტი დახარჯა, ვიდრე ერთად აღებულმა ჩინეთმა, რუსეთმა, საუდის არაბეთმა, ინდოეთმა, საფრანგეთმა, ბრიტანეთმა, იაპონიამ და გერმანიამ.
რიგითობის მიხედვით, აშშ-ს შემდეგ ყველაზე მეტი ჩინეთმა დახარჯა – 215 მილიარდი დოლარი. მესამე ადგილზე რუსეთია 69 მილიარდი დოლარით. ყველაზე დიდი სამხედრო ხარჯების მქონე 15 ქვეყნის ჩამონათვალს ისრაელი ასრულებს 18 მილიარდი დოლარით.
გრაფიკი: ტოპ 15 ქვეყანა სამხედრო ხარჯების მიხედვით, მილიარდ დოლარებში