2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს ექსპორტმა 2 146 მილიონი დოლარი, ხოლო იმპორტმა 5 954 მილიონი დოლარი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოს სავაჭრო ბალანსი უარყოფითია და დეფიციტი -3 808 მილიიონი ლარია, საქართველოს 10 ქვეყანასთან აქვს 2 მილიონი დოლარის და მეტის დადებითი სავაჭრო ბალანსი.
იანვარ-აგვისტოში ყველაზე მაღალი დადებითი სავაჭრო ბალანსი საქართველოს უზბეკეთთან აქვს – 44 მილიონი დოლარი. შემდეგ მოდის ბულგარეთი 23 მილიონი დოლარით და მალტა 15 მილიონი დოლარით.
ყველაზე მაღალი დეფიციტი საქართველოს თურქეთთან აქვს – 757 მილიონი დოლარი.
ცხრილი: ქვეყნები, რომლებთანაც საქართველოს ყველაზე მაღალი დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს, 2018 წელის იანვარ-აგვისტო, მლნ დოლარი:
ქვეყანა | ექსპორტი | იმპორტი | სავაჭრო ბალანსი |
უზბეკეთი | 50 | 6 | 44 |
ბულგარეთი | 146 | 123 | 23 |
მალტა | 16 | 1 | 15 |
ერაყი | 14 | 0 | 14 |
ყირგიზეთი | 13 | 1 | 12 |
შვეიცარია | 52 | 43 | 9 |
ყაზახეთი | 50 | 42 | 8 |
პერუ | 8 | 0 | 8 |
ლიტვა | 33 | 26 | 7 |
ესტონეთი | 6 | 3 | 2 |
წყარო: საქსტატი