წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 5.2%-ით გაიზარდა. ISET-ის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია რეგიონის ქვეყნების მშპ-ს ზრდის ტემპის დაჩქარებამ.
წლის პირველ სამ თვეში, სომხეთის ეკონომიკა 10%-ზე მეტად გაიზარდა, რუსეთში ზრდამ 1.3% შეადგინა, აზერბაიჯანში კი 2.3%. თურქეთში მშპ-ს ზრდის ტემპი წლის პირველ კვარტალში წლიურად 7.4% იყო.
ამავე პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა 2.2%-ით გაიზარდა.
აპრილში სომხეთის ეკონომიკა 7.3%-ით გაიზარდა. საქართველში 6.5%-ით, 4.4%-ით ყაზახეთში, რუსეთში კი 1.7%-ით.
წლის პირველ 4 თვეში ბელარუსში ზრდამ 4.8% შეადგინა, ხოლო აზერბაიჯანში 1.2%.
ბოლო მონაცემებით, მაისში საქართველოში ინფლაციის დონემ 2.5% შეადგინა. ამავე პერიოდში რეგიონის ქვეყნებში ინფლაციის დონე შემდეგი იყო:
- რუსეთი – 2.4%
- სომხეთი – 1.6%
- ბელარუსი – 4.4%
- აზერბაიჯანი – 2%
- ყაზახეთი – 6.2%
- თურქეთი – 12.2%
- უკრაინა – 11.7%