იანვარ-ივნისში საქართველოს მასშტაბით ჯამში 4941 სამშენებლო ნებართვა გაიცა – წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,4 პროცენტით ნაკლები. სამშენებლო ნებართვები ჯამში 2995.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4,8 პროცენტით მეტია.
გაცემული ნებართვების 72,4 პროცენტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 46.8 პროცენტი ქ. თბილისზე, 14.3 პროცენტი – აჭარის ა.რ.-ზე, ხოლო 11.3 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.
დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 29.3 პროცენტი ქ. თბილისზე, 16.3 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, ხოლო 11.0 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.
2018 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულია 928.9 ათასი კვ.მ. ფართობის 1163 ობიექტი. 2017 წლის შესაბამის პერიოდში კი ექსპლუატაციაში შევიდა 1190.1 ათასი კვ.მ. ფართობის 1334 ობიექტი.