სამსუნგმა 2021 წლის აგვისტოში „სმარტ“ საათების ახალი, ფლაგმანური თაობა წარადგინა; ესენი გახლავთ Galaxy Watch4 და Galaxy Watch4 Classic. Watch4 სერიაში შემოთავაზებულია ყველა ის სასარგებლო და პრაქტიკული ფუნქცია, რაც აქამდე გამოიყენებოდა სამსუნგის გონიერ საათებში. თუმცა, რა თქმა უნდა დამატებულია ახალი ფუნქციები და შესაძლებლობები, როგორც ჯანმრთელობის მონიტორინგის, ასევე ყოველდღიური ამოცანების მარტივად გადაჭრის მიმართულებით.
Galaxy Watch4 სერიაში განსაკუთრებული ყურადღება ჯანმრთელობის ზრუნვასა და ფიტნესზე არის გამახვილებული. წინა მოდელებთან შედარებით აქ დამატებულია ახალი მაღალტექნოლოგიური სენსორები, რომლებიც კიდევ უფრო მეტი და უფრო ზუსტი ინფორმაციის მიღების საშუალებას გვაძლევენ ორგანიზმის მდგომარეობის და მასში მიმდინარე პროცესების შესახებ. ახალია ბიოელექტრული წინაღობის სენსორი, რომლის საშუალებითაც ხდება სხეულის შემადგენლობის გაზომვა. ასეთი ფუნქცია პირველად გამოიყენება გონიერი საათებში და ის საშუალებას იძლევა მივიღოთ ინფორმაცია: სხეულში კუნთოვანი მასის, ცხიმოვანი მასის, სხეულის ცხიმოვანი ბალანსის, სხეულში წყლის შემცველობის, სხეულის მასის ინდექსის და საბაზო მეტაბოლური ინდექსის შესახებ. ამ მაჩვენებლებზე დაკვირვებით ადამიანი ყოველდღიურად დააკვირდება ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს და თვალსაჩინოდ დაინახავს იმ შედეგებს, რაც ჯანმრთელი ცხოვრების წესს, ჯანსაღ კვებასა და ვარჯიშს მოაქვს ორგანიზმისათვის, Watch4 სერიაში ასევე ხელმისაწვდომია არტერიული წნევის გაზომვის, ელექტროკარდიოგრამის გადაღების და სისხლის ჟანგბადით გაჯერებულობის (სატურაციის) დონის გაზომვაც.
ახალი გონიერი Galaxy Watch4 საათები უკვე ახდენენ 95 სხვადასხვა სახის ფიზიკური აქტივობის დოკუმენტირებას. განსაკუთრებით საინტერესოა ინფორმაცია სირბილის ან ველოსიპედით სიარულის დროს: დამწვარი კალორიები, ვარჯიშის ხანგრძლივობა, გავლილი/გარბენილი მანძილი, გულის ცემის სიხშირე, მაქსიმალური განვითარებული სიჩქარე, საშუალო სიჩქარე და რეკომენდაციები სირბილის სიმეტრიისა და ალგორითმის შესახებ. ასევე ვარჯიშის ბოლოს შეგვიძლია ვნახოთ ჩვენს მიერ გავლილი მარშრუტი და სურვილის შემთხვევაში გავაზიაროთ. მოტივაციის გასაზრდელად და ვარჯიშში მეტი აზარტის შესატანად, შესაძლებელია მეგობრების მაჩვენებლებთან შეჯიბრი, როგორც გარბენილი მანძილის, ასევე გადადგმული ნაბიჯების რაოდენობით.
Galaxy Watch4 Classic (46 მმ, 42 მმ დიამეტრით) სერიის ფლაგმანურ მოდელს წარმოადგენს, რომელიც მაქსიმალურად ელეგანტურად და სოლიდურად გამოიყურება. რაც შეეხება Galaxy Watch4 (44 მმ და 42 მმ დიამეტრით) მოდელს, ის მეტად სპორტული და ყოველდღიური ვიზუალით არის წარმოდგენილი. ორივე მოდელი ხელმისაწვდომია როგორც დიდ, ასევე პატარა ზომებში.
Watch4 სერიაში სამსუნგმა შემოგვთავაზა სრულიად ახალი ოპერაციული სისტემა გონიერი საათებისათვის: Wear OS. ის წარმოადგენს Tizen-ისა და Android Wear-ის ნაზავს, უფრო სწორედ კი ამ ორი სისტემის საუკეთესო შესაძლებლობებისა და ფუნქციონალის კომბინაციას. Wear OS-ის საშუალებით უკვე შესაძლებელია როგორც Android Wear-ის ასევე Tizen-ის აპლიკაციების გამოყენება. შედეგად, ისეთი სასარგებლო აპლიკაციები, როგორიც არის Google Maps და Youtube ახლა უკვე საათზეც ხელმისაწვდომი იქნება.
გაუმჯობესდა ტექნიკური მახასიათებლებიც. Watch4 სერიაში გვაქვს 16GB შიდა მეხსიერება (აპლიკაციების, სიმღერებისა და სურათებისათვის) და 1.5GB ოპერატიული ახალი თაობის 5 ნანომეტრიან პროცესორთან ერთად. Galaxy Watch4 სერია მაქსიმალურად დაცულია. მისი ეკრანი დაცულია ულტრა გამჭვირვალე Corning Gorilla Glass DX (Watch4 დაცულია DX+ ით ეკრანის ფორმიდან გამომდინარე) ტექნოლოგიით, ხოლო კორპუსი წყალგაუმტარია 5ATM სტანდარტით რაც გულისხმობს, რომ შესაძლებელია საათის ჩატანა 50 მეტრ სიღრმემდე ულიმიტო დროით, ნებისმიერი ტიპის წყალში. შესაბამისად ახალი საათებით ცურვა ან აბაზანის მიღება პრობლემას არ წარმოადგენს. საათებს ასევე აქვთ სამხედრო სტანდარტის დაცულობა MIL_STD_810G ექსტრემალურად მაღალი/დაბალი ტემპერატურებისა და მაღალი გადატვირთვისაგან.
Galaxy Watch4 სერია თავსებადია ყველა ანდროიდ მოწყობილობასთან Android 6.0 Marshmallow და ზევით. საათით შეგიძლიათ მიიღოთ, ნახოთ და უპასუხოთ შეტყობინებებსა და ზარებს. გარდა ზომის და ფერისა Watch3-ის საკუთარ სტილზე მორგება ფუნქცია: ,,ჩემი სტილი’’-ით არის შესაძლებელი. გადაუღეთ ტანსაცმელს ან აქსესუარს სურათი და სისტემა თავად შეგვიქმნის ტანისამოსის ფერებში გადაწყვეტილ სხვადასხვა დიზაინის საათის სკინის ფონს.
საათების შეძენა სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებსა და მათ ვებ-გვერდებზე შეგიძლიათ; შეგახსენებთ, რომ შეიძინოთ სამსუნგის სმარტ მოწყობილობები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით, რადგან ჰოლოგრამა გიცავთ.